ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას მართავს
ბირთვული შეთანხმების დასაცავად ბრიუსელში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას მართავს.
დასავლური მედია წერს, რომ შეხვედრა არის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტისთვის, რომელიც ბირთვული შეთანხმების გადახედვას გეგმავს.
შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება სხვა საკითხებისგან გამოყოს და მათთან ერთად არ განიხილოს.