ბირთვული იარაღის შესახებ გაკეთებული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანგ კოლეგასთან და გერმანიის კანცლერთან განიხილა
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ გაკეთებული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანგ კოლეგასთან და გერმანიის კანცლერთან განიხილა.
სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ინიციატივით შედგა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების საკითხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონსა და ანგელა მერკელს ცალ-ცალკე ესაუბრა.
პირველ მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, უახლესი შეიარაღება წარადგინა, რომელსაც მისი თქმით, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.