„ბირთვული ძალების შეთანხმების“ დატოვების შემდეგ, მოსკოვი ახალი სარაკეტო სისტემების შექმნას გეგმავს
„ბირთვული ძალების შეთანხმების“ დატოვების შემდეგ, მოსკოვი ახალი სარაკეტო სისტემების შექმნას გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის მიერ „ბირთვული ძალების შეთანხმების“ დატოვების შემდეგ, მოსკოვი ახალი სარაკეტო სისტემების შექმნას გეგმავს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მოსკოვს მიწაზე ბაზირებული სარაკეტო სისტემების განვითარება სურს.

„მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“ მიწაზე ბაზირებული რაკეტების ფლობას კრძალავდა, თუმცა ხელშეკრულება არ ეხებოდა იმ რაკეტებს, რომლის გაშვებაც ზღვიდან ან ჰაერიდან ხდება. სერგეი შოიგუს თქმით, აშშ-ი 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედების რაკეტებს ქმნის, რაც ხელშეკრულების დარღვევაა და შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის უწყებას სარკისებური ზომების მიღება დაავალა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ბირთვული ძალების შეთანხმებიდან“ გასვლის პროცესი 2 თებერვალს დაიწყო. ვაშინგტონში თქვეს, რომ თუ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს ისევ შეასრულებს, აშშ ხელშეკრულებაში დარჩება. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ“-ის შექმნით რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია. „ბირთვული ძალების შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადეს რუსეთშიც.