ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის სკოლაში მშობლები ლგბტ-გაკვეთილებს აპროტესტებენ
გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთ სკოლაში მშობლები ლგბტ-გაკვეთილებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.
აქციების გამო, გაკვეთილები, რომელზეც ბავშვებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ უყვებოდნენ, დროებით შეაჩერეს. სკოლის პერსონალი აცხადებს, რომ მშობლების პროტესტით უკმაყოფილოა.
ბირმინგემის ერთ-ერთ კერძო სკოლაში დირექტორის ინიციატივით პროექტი სახელწოდებით „ნოუ აუთსაიდერს“ დაიწყო. მისი მიზანი ბავშვებისთვის თანამედროვე საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ადამიანების გაგებისა და მიღების სწავლება იყო.
გაკვეთილებზე მოწაფეებს ლგბტ თემისა და ჰომოფობიის შესახებ უყვებოდნენ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ბავშვებს რასობრივ საკითხებზე, სექსის იდენტიფიცირებასა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე უყვებოდნენ.
გაკვეთილების მიმართ უკმაყოფილება ბავშვების მშობლებმა გამოხატეს, ძირითადად, მუსლიმმა მშობლებმა. მათ სკოლის შენობასთან რამდენიმე აქცია გამართეს.
მშობლები აცხადებენ, რომ მსგავსი გაკვეთილები ისლამის ფასეულობებს ეწინააღმდეგება და ბავშვებისთვის შეუფერებელია.