ბინიამინ ნეთანიაჰუმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთების გენოციდში დაადანაშაულა
ბინიამინ ნეთანიაჰუმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთების გენოციდში დაადანაშაულა

ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდი აქვს დამყარებული ციხეში მყოფი, მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების რაოდენობით. ამიტომ, ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, – ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც რეჯეფ თაიფ ერდღანმა ბინიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, – განახადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ადოლფ ჰიტლერს შეადარა და ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა.