„ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსი იულიან რიოპკე - ალყის საფრთხის გამო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, დონეცკის რეგიონის 20 სოფლიდან უკან დაიხიონ
„ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსი იულიან რიოპკე - ალყის საფრთხის გამო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, დონეცკის რეგიონის 20 სოფლიდან უკან დაიხიონ

ალყის საფრთხის გამო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, დონეცკის რეგიონის 20 სოფლიდან უკან დაიხიონ, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, რუსული ჯარები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მივიდნენ დონეცკის ოლქში, კურახოვოს წყალსაცავის სანაპიროებზე და პარალელურად მისკენ მოძრაობენ სამხრეთ-დასავლეთიდან, უგლედარის მხრიდან. ამის გამო უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ კურახოვოს მიდამოებში ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ უკან არ დაიხევენ.

„რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონეცკის ოლქის სოფელი მაქსიმოვკა აიღო. ვინაიდან უკრაინას არ გააჩნია რეზერვები და თავდაცვის „მეორე“ ხაზი ამ ტერიტორიაზე, რუსული წინსვლა დღეში დაახლოებით ორი კმ-ია და კიდევ ერთი „ქვაბის“ საფრთხეს ქმნის“, – წერს იულიან რიოპკე.