„ბილდის“ ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას გერმანული კომპანია გამოეთიშა
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროექტი პირველმა გერმანულმა კომპანიამ დატოვა.
შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ კომპანიის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია კონცერნ Bilfinger SE-ზე.
მედიასაშუალების ნობით, გაზსადენის მშენებლობას კომპანია აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების გამო გამოეთიშა.
გერმანულმა კომპანიამ პროექტიდან გასვლის შესახებ უკვე შეატყობინა აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია Nord Stream 2 AG-ს.
გერმანულ კომპანიას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე კონტრაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა.