„ბილდი“ - ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოებაა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოებაა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკისა და ზალუჟნის ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, როგორ უნდა მოქცეულიყო ჯარი ბახმუტთან.
„ბილდის“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, ტაქტიკური მიზეზების გამო, ვალერი ზალუჟნიმ რეკომენდაცია გაუწია ბახმუტიდან უკანდახევას. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტი ბახმუტიდან უკანდახევის იდეას არ იზიარებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას ბახმუტიდან გამოსვლა და სამხრეთით კონტრშეტევის განხორციელება ურჩიეს.