„ბილდი“ - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკთან ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკთან ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბილდის“ ანალიტიკურ მასალაში.
გამოცემის თანახმად, სოფლების – კრუტოი იარის და კრასნი იარის დაკავების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააფართოვეს პოზიციები პოკროვსკის მიმართულებაზე და ქალაქს ცხრა კილომეტრში მიუახლოვდნენ.
უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა აღნიშნა, რომ რუსებმა მიაღწიეს პროგრესს ფრონტის მნიშვნელოვან სექტორებში და მიუახლოვდნენ პოკროვსკს.
პარალელურად, ანალიტიკური პროექტის „დიფ სთეითის“ მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლება, სოფელი მარინოვკა დაიკავა.