ბილ კლინტონი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ექიმებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ექიმებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ბილ კლინტონი ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს.
„მოხარული ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ყველაფერი შესანიშნავად არის, ვტკბები ამ შესანიშნავი შემოდგომის ამინდით“, – ამბობს 75 წლის ყოფილი პრეზიდენტი.
ბილ კლინტონი ექვსი დღის განმავლობაში კალიფორნიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.