ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონული ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ავრცელებს.