პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.