ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა. მონაცემები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო დეკლარაციაშია ხელმისაწვდომი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
აღნიშნული თანხიდან 124 ათასი „მაგთიკომმა“ მიიღო, ხოლო 8 ათასი ლარი – „სილქნეტმა“.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის აბონენტთა ნაწილმა მობილურ ტელეფონზე ხმოვანი შეტყობინება მიიღო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.