ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ნაგვის ურნები და ბოქლომები მიიტანეს.
აქციის მონაწილეებს ბიზნესცენტრის შესასვლელზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი უფლებაც საპატრული პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ბოქლომები ნაგვის ურნებს დაადეს და მასში მთავრობის წევრების დახეული ფოტოსურათები ჩაყარეს.
„პოლიტიკურ ნაგვის ურნაში უნდა ჩავაგდოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადეს აქციის წევრებმა.