სოლოლაკში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ამერიკელი სენატორების წერილები და პლაკატები მიიტანეს.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებს ბიზნესცენტრის შესასვლელთან პლაკატების გაკვრა სურდათ, რისი უფლებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.