ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხდომაზე მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის მოსამართლეთა განწესების თემაც.
„ყველა მიმდინარე საკითხი იქნება განხილული უმრავლესობის სხდომაზე. შეხვედრები უფრო ინტენსიური გახდება. ვფიქრობ, საინტერესო თემები განიხილება, რა თქმა უნდა, სასამართლოს თემაზეც იქნება მსჯელობა და არა მარტო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებიან, მათ შორის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილიც.