ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო]
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება, ბიზნესცენტრის შესასვლელ კარს მიახლოებოდნენ.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტს წინ იყვნენ შეკრებილი და მსვლელობით გადაინაცვლეს ბიზნესცენტრისკენ, სადაც ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია, თუმცა ადგილზე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები.
კერძოდ, ბიზნესცენტრთან იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ლელოსა“ და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები.
ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მათი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.