ბიძინა ივანიშვილი - ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, მაგრამ უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული, მძიმე გეოპოლიტიკაა, მძიმე რეალობაა რეგიონში, ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ
ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, მაგრამ უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული, მძიმე გეოპოლიტიკაა დღეს, მძიმე რეალობაა რეგიონში, ამას აუცილებლად ანგარიში უნდა გავუწიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვირტუალურ რეალობას ვერავინ შექმნის.
„ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, ათასნაირი ტიპის მცდელობები. ყველაფერი კარგად იქნება, დღეს საქართველოში არის ჭეშმარიტი დემოკრატია, ისეთი დემოკრატიაა, რის საფუძველზეც ევროპა გახდა ასეთი მომხიბვლელი, რაც, მგონი, სამწუხაროდ, დღეს ევროპას აკლია. გვესმის განცხადებები ევროპიდან, ამერიკიდან, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი, არსებობს განსხვავებული მედია და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული. ძალიან მძიმე გეოპოლიტიკა არსებობს დღეს და მძიმე რეალობაა მთელ რეგიონში, ამას აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.