ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით, რომელსაც უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მთაწმინდის ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ივანიშვილის განცხადებით, ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე. ჩვენს სწორ გზას მოვძებნით – ევროპა და კულტურა. ეს იქნება ჩვენი პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რაც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ. საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც განვითარებული ევროპაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.