ბიძინა ივანიშვილი - თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ ფარცხალაძემ კანონის სიმკაცრით აგოს პასუხი
ბიძინა ივანიშვილი - თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ ფარცხალაძემ კანონის სიმკაცრით აგოს პასუხი

თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს და ფარცხალაძე კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი, ახლა კი ბიზნეს აკეთებს და ჟურნალისტების მხრიდან კითხვები ლოგიკურია.

„ოდესღაც ფარცხალაძე თანამდებობის პირი იყო და ახლა აკეთებს ბიზნესს, ჟურნალისტებს კითხვები უნდა ჰქონდეთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ, ან ძველი პერიოდი შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება ან ახლა ხომ არ იყენებს თავის კავშირებს სამეგობროსთან. კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს კითხვები მოითხოვს პასუხს და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მასზე პასუხი უნდა გაეცეს, მათ რიცხვში მე მაქვს ვალდებულება, რომ ამაზე გიპასუხოთ, ამაში არაფერი ცუდი არაა. დამახინჯებული ბრალდებების კიდევ დამატება, რასაც გაზვიადებულად ცდილობს ოპოზიცია, რომ ის ჩემთან კოორდინირებდა, სარდაფში ხალხი დაყავს, აუპატიურებს, ეს სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ. თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს და ფარცხალაძე კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოთარ ფარცხალაძისა და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა თორდიას ინციდენტიც გაიხსენა და ამ საქმის გამოძიებაში ჩართული არიან საერთაშორისო პროკურორები.