ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოებას აგრესია აქვს იმ ტიპის არასამთავრობოებისადმი, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“
საზოგადოებას უკვე ეზიზღება, აგრესია აქვს იმ ტიპის ენჯეობის, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ქვეყნდება რეიტინგები, ამას აქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, მაგრამ საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა, ძალიან ხშირად ღიმილით ხვდებიან რეიტინგებს.
„ამ რეიტინგების კი არ გვეშინია, ნდობა აღარ არის. ასეთი უნდობლობის პირობებში ჯიუტად ქვეყნდება, „აირიაის“ კვლევა იქნება, თუ „ენდიაის“ კვლევა, რამაც შეიძლება, სხვა დანიშნულება, მიიღოს. შეიძლება ვიღაცას, იგივე პოლიტიკოსებს, უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ, ამერიკული ორგანიზაციები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ უყვართ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. შეიძლება, იმდენად არასანდოა ეს კვლევები, უკვე ამაზე მიდის მუშაობა, რომ აი, ნახეთ ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები, ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რადგან აჩვენონ, მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არ არის საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ორგანიზაციები დევალვაციას განიცდიან, რაც სამწუხაროა.
„ჩვენ გავიგეთ, რომ აშშ „ნაციონალური მოძრაობას“ მხარს აღარ უჭერს, პოლიტიკაში ყველამ გაიგო და აღარავინ აღარ მისტირის მათ ბელადს. ესეც გავიგეთ, რომ ეს კვლევები, ვთქვათ ვერ დაგვაზიანებს, მაგრამ ზოგადი განცდა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარად ტენდენციურობა, დევალვაციას განიცდის და ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. „ნაცებმა“ ეს თავის დროზე დაალაგეს, მოარგეს იმ მექანიზმს, რასაც თავის დროზე ამერიკელები ითხოვდნენ და მოდის დაფინანსება. თავის ადამიანები ჰყავთ ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური. ხალხის დარბევაში მონაწილეობა მიიღო და სასამართლოშიც კი ვერ დაამტკიცა, რომ პრემია მიიღო და დაუნაწილა გუნდს, როგორ ცემეს ქართველი ხალხი, ესენი ალაგებენ ისევ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი.
„ეჭვი არ მეპარება რომ „ენდეაი“ და „აირაი“ დიდი ინსტიტუტები არიან „დემოკრატების“ და “რესპუბლიკელების“. მადლიერების გარდა ამ ინსტიტუტების მიმართ არაფერი არ მეთქმის და არც „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, აშშ-ის მხრიდან არ ქონია ისტორიაში. უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღეს კონგრესში. იცით რომ, იქაც არჩევნებია, ძალიან ცოტა აქვთ კონსენსუსები და ამ ფონზე ორივე პარტიამ კონსენსუუს მიაღწია და ჩვენ უპრცედენტო, ორპარტიული მხარდაჭრერა გვაქვს. ეს მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არ დაიბნენ. რეალობა ეს არის. ჩვენ გვაქვს, უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-იდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ „ნაცების“ მიერ მომართული ხალხი მართავენ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს. იგივე ხდება „ენდეაისა“ და „აირას“ კვლევებში, ეს არის ძალიან სამარცხვინო. საზოგადოებას უკვე ეზიზღება, აგრესია აქვს ამ ტიპის ენჯეობის, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“,- აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ამერიკული თანხებით დაფინანსებული ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის თაობაზე აშშ-ის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართოს.