ბიძინა ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, ეს მისი არჩევანი იყო
ბიძინა ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, ეს მისი არჩევანი იყო

სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ეს მისი არჩევანი იყო“.

„სხვა რა გითხრათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.