ბიძინა ივანიშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ
ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას, უკვე საუკუნეებია, ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე შეკრებილებისთვის მიმართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურამ ზუსტად იცის, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს კონსტიტუციის დონეზე გაამყარებს.
„საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ეს არის, მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.