ბიძინა ივანიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და უმთავრეს პრიორიტეტად ადამიანი აქცია
„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მიიღეს“.
„ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, დემოკრატია სხვა ღირებულებას, უბრალოდ, არ იცნობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.