ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი დღეს 60 პროცენტამდეა და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია
„ქართულ ოცნებას“ დღეს 60 პროცენტამდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემს განცხადებაში ძალიან გულწრფელად და კარგად ავხსენი, ყველა აქცენტი გავაკეთე. დამატებით არაფერი არ შემიძლია, ვთქვა. განცხადებაში გავაკეთე აქცენტები ძალიან გააზრებულად, ამიტომ იგივეს თუ ჩემკითხებით, უკეთესად ვერ გიპასუხებთ.
„ქართულ ოცნებას“ დღეს 60 პროცენტამდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია. ამაზე აქცენტიც ძალიან კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაში, რომ მე ამისთვის არ მოვედი, მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.