ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს [ვიდეო]

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახდა.

პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც დღეს მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.

ყრილობის დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.