ბიძინა ივანიშვილი - ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება დიალოგის რეჟიმზე გადასვლა
ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, – ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის.
„ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, თვალშისაცემია საქართველოს წინსვლა საგარეო მიმართულებით. როგორ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ამჟამად.
„ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.