ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საპატიმროდ გადაიქცა მთელი ქვეყანა, იქ ეკონომიკა ვერ გაიფურჩქნებოდა და არც გაიფურჩქნა
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მთავრობა და კორუფცია უნდა იყოს წარმოუდგენელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ჩინოვნიკების მიმართ ამ კუთხით საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვები.
„ნებისმიერ ჩინოვნიკს, პირდაპირ ამ ტერმინს ვიყენებ, რომ დაგჭირდებათ, უნდა გაიხადოთ და ნახონ, რომ თქვენ სუფთა ხართ. უკაცრავად, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ. სწორედ ასეთი მართვა არის ძალიან რთული. ასეთი ეკონომიკის შემთხვევაში, როცა სიღარიბე გვაქვს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ძალიან რთულია. ყველას აქვს უფლება აზრის გამოხატვის, თავისუფლად გამოდიან და გამოხატავენ. ნახეთ, ბოლო მიტინგები როგორი იყო. როგორი მოთმენით, როგორ ოსტატურად, როგორ პროფესიონალურად. თუ გინდა გახარია გავიხსენოთ. ნახეთ როგორი მიტინგები იყო, როგორ გრძნობდნენ საზოგადოებას და როგორ იცავდნენ ძირითად ღირებულებებს. როგორ ახერხებდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას და სახელმწიფო სტაბილურობას. ეს არის უაღრესად რთული, მარტივი რაც იყო, გააკეთა წინა გუნდმა. სწორედ ეს ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, ასეთ მართვის სტილი არის ძალიან რთული და უნიათობა იქით გაიხსენონ. მათი უნიათობის საფუძველზე მოხდა ის, რითაც დაიწყეს 2003 წელს.
მეც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმ რევოლუციით და ძირითადი მხარდამჭერიც, თუ გნებავთ. იმის შემდგომ, როდესაც მოვიდნენ და არა რევოლუციის პროცესში, ნახეთ შედეგი რაც მივიღეთ. მათ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა, ეს არის უაღრესად რთული და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ანგარიში უნდა გაუწიოს ამას, ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ თავისუფლებისკენ მსწრაფი ერი ვართ, ეს ვაჩვენეთ. 9 აპრილი დავიწყოთ და იმის შემდგომი პროცესები როგორ განვითარდა, ჩვენ მოვახერხეთ ემბარგო გამოვუცხადეთ რუსეთს, დავკეტეთ ყველაფერი, დავანგრიეთ მთლიანად ეკონომიკა, მოვახერხეთ სამოქალაქო ომი. ნულამდე დავიყვანეთ და დავანგრიეთ ყველაფერი. ამ ფონზე, რეალურად იმის შემდგომ ახალი დაავადება გაჩნდა ეს გუნდი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და ის, რაც მივიღეთ, საპატიმროდ გადაიქცა მთელი ქვეყანა, იქ ეკონომიკა ვერ გაიფურჩქნებოდა და არც გაიფურჩქნა. პირველი ორი წელი იყო მატყუარა და მართლაც იყო რაღაც შედეგები. იმის შემდგომ რაც გაგრძელდა, როგორც გაგრძელდა, გასაგებია. რეალურად ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი და ამის შემდგომ დაიწყო პროცესი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.