ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ შემოუძღვა რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს
ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობას“, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს და დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ჩამოდის დიდი რაოდენობით. იმ ძირითად პრობლემაში, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ლომის წვლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს. დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს. ამას აკეთებენ, ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილია. რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამით ის არ ამართლებს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლას და ამას არანაირი გამართლება არ აქვს.
„არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენ ყველანი ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ. დღეს რომ გულზე იხატავენ „არა ოკუპაციას“, ესენი ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას? მათ მოახერხეს ქართული ტერიტორიების ოკუპირება. „არა ოკუპაციას“ როდესაც იხატავენ გულზე „ქართული ოცნების“ წევრები, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან სავაჭრო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და რუსი ტურისტების საქართველში შემოსვლაზეც ისაუბრა.
„ის, რომ რუსი ტურისტი შემოდის, სწორედ რუსი ტურისტი, ის, რომ ვაჭრობა გვაქვს და სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა, რაც აუცილებელია. ეს ყველაფერი არის საჭირო, რათა მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.