ბიძინა ივანიშვილი - მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია
მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილს მედიის წარმომადგენლებმა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე ჰკითხეს.
„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.