ბიძინა ივანიშვილი - მედიას აქვს უდიდესი უფლებები და ვალდებულებებიც, მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება
მედიას აქვს უდიდესი უფლებები და ვალდებულებებიც, მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება, კრიტიკული იყოს ხელისუფლებისადმი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მედიის რეაქცია უნდა იყოს მყისიერი, თუ იკვეთება რომელიმე თანამდებობის პირის კორუფცია.
„მედიას აქვს უდიდესი უფლებები და ვალდებულებებიც, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება, კრიტიკული იყოს ხელისუფლებისადმი და მთავრობის მეთაური იქნება პარლამენტის, თუ პარტიის თავმჯდომარე, აუცილებლად მყისიერი რეაქცია უნდა გააკეთოს, თუ იკვეთება თანამდებობის პირების კორუფცია. „რუსთავი 2“ ვერ და არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება. თუ მართლაც არის ხელისუფლებაში ხალხი, ვინც კორუფციაში არის შემჩნეული და გამორიცხული არაფერია, ასეთ შემთხვევაში მათ თავისუფლად შეუძლიათ, მოახერხონ და მიჩქმალონ თავისი დარღვევები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.