ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია
ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია

მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე საქართველოში მოახერხეს.

ივანიშვილის განცხადებით, როცა განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, მარტივია, საზოგადოება დააჯერო ვირტუალურ რეალობაში, რაც საქართველოში ვერ იმუშავებს, ვინაიდან ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა.

„იდეოლოგია, რასაც დღეს ლიბერალები ლიბერალურს უწოდებენ, ძალიან სახიფათოა. ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ახერხებენ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას. განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა. ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს, ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე. ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს, როგორ გვიკრძალავდნენ, როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.