ბიძინა ივანიშვილი - ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი
ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, განცხადებები, რასაც ლევან ყიფიანი აკეთებს, ისეთივე სანდოობას იწვევს, როგორც „ომეგასთან“ დაკავშირებული ჩანაწერები.
„ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი. ჩემი დანიშნულია. ვთქვა, რომ ცუდად ასრულებდა მოვალეობას, ვერ ვიტყვი და ამის მაგალითებიც არ არსებობს, მაგრამ ის განცხადებები, რასაც აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც „ომეგასთან“ დაკავშირებული ჩანაწერები. უაღრესად გაღიაზიანებული და გაბრაზებული ვარ, რას აკეთებს, რას ყვება, რას ლაპარაკობს ან ამ ინტერვიუში, რაც აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში რეალობასთან. ყიფიანს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთან ევლო ან ფარცხალაძეს და მაგათი ჩხუბები მე მერჩია. როგორც წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ვიღაც რაღაც ბიზნესში რაღაცაზე წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და ეს საქმეები ვარჩიო?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.