ბიძინა ივანიშვილი - კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ, კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის
კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ! კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია,კვლავაც ერთად ვიაროთ წინ, ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ! კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
„დღეს, ქართულ პოლიტიკას, ახლებური ხედვა და, ამავე დროს, გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული, და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს! და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ, კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია, კვლავაც ერთად ვიაროთ წინ, ერთიანი, და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ, კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.