ბიძინა ივანიშვილი - ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო
ბიძინა ივანიშვილი - ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო

ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და ამის გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს.

„ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა, პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა.

„სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა – სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.