ბიძინა ივანიშვილი - განათლებასა და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება [ვიდეო]
განათლებასა და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე განაცხადა.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ 26 მაისს. წლევანდელი წელიწადი კიდევ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს იმ მიმართებით, რომ ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. კარგად მოგეხსენებათ, რომ განათლებასა და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობისკენ მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ვიდეომასალა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.