ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს კომენტარი სთხოვეს რამდენიმე საკითხზეც, რაზეც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მედიასთან განცხადებების გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს.
„რამდენიმე დღეში დაგიბრუნდებით და მოგცემთ ინტერვიუს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.