ბიძინა ივანიშვილი - დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან
დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღეს ეკონომიკის ტემპი და აღმშენებლობის პროცესი გაზრდილია.
„ეკონომიკაში ნებისმიერი მიმართულებით ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი, იმასთან შედარებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის, დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან.
ნახეთ, ორჯერ მეტს ვაშენებთ დღეს, რაც არ უშენებია „ნაცმოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ დღეს. რაც გინდა, დაასახელეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.