ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდნენ
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
შტაბში ასევე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილს გაესაუბრნენ.
„53-54 პროცენტთანაც ახლოს ვართ, ეს ეგზიტპოლია, ცესკო-ს დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვიქნებით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები ექსცესებს გეგმავენ, განცხადებაც გააკეთეს, მაგრამ პოლიცია მობილიზებულია.
„სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებული არიან და ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებენ. თუმცა, ეს განცდა და ცდუნებები „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ აქვს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.