ბიძინა ივანიშვილი - ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ, ის დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონობას ულოცავს.
„ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ. მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.
სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.
მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.