ბიძინა ივანიშვილი - ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და უნდათ, ვირტუალური რეალობა რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ
ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდათ, რომ რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უამრავი მიღწევა აქვს.
„გაიხსენეთ „აქსისის“ მშენებლობა რომ დაიწყეს, მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებსო, მასთან აღმაშენებელი არავინ იყო, დააკნინეს. მშენებლობა და აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, შენობას ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ, ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით ასეთი ტექსტია. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს ჩადის სააკაშვილი, აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა. დღეს, როცა ვაშენებთ, ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს, და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.