ბიძინა გიორგობიანი - ზურაბიშვილი გვევლინება უცხო ძალის წარმომადგენლად, რომლის მიზანია რევოლუციის გზით არალეგიტიმური ხელისუფლების ფორმირება, გარედან დაგეგმილ რევოლუციას არავინ დაუშვებს
ბიძინა გიორგობიანი - ზურაბიშვილი გვევლინება უცხო ძალის წარმომადგენლად, რომლის მიზანია რევოლუციის გზით არალეგიტიმური ხელისუფლების ფორმირება, გარედან დაგეგმილ რევოლუციას არავინ დაუშვებს

დღეიდან სალომე ზურაბიშვილი გვევლინება საქართველოში უცხო ძალის წარმომადგენლად, რომლის მიზანი რევოლუციის გზით არალეგიტიმური, პარალელური ხელისუფლების ფორმირებაა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ბიძინა გიორგობიანი წერს, საქართველოში გარედან დაგეგმილ და დაფინანსებულ რევოლუციას არავინ დაუშვებს.

„სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, საპროტესტო აქციის დაანონსებით, ფაქტობრივად, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოსილება. იგი დღეიდან გვევლინება საქართველოში უცხო ძალის წარმომადგენლად, რომლის მიზანი რევოლუციის გზით არალეგიტიმური, პარალელური ხელისუფლების ფორმირებაა. სუსტი ლეგიტიმაციის ნაწილიც, რაც მას იმპიჩმენტის პროცედურიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით შერჩა, ამ ნაბიჯით სრულიად გაუქმებულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამოქალაქო პუტჩი, ყველა მასში მონაწილეთა მხრიდან იწვევს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, პუტჩის ორგანიზატორთა მხრიდან, ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ პარტიის წარმომადგენელი. საქართველოში გარედან დაგეგმილ და დაფინანსებულ რევოლუციას არავინ დაუშვებს, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.