ბიძინა გეგიძე სუს-ში მის დაბარებასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს
პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მის დაბარებასთან დაკავშირებით დღეს, 14:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
ბიძინა გეგიძის განცხადებით, გამოკითხვაზე შაბათ-კვირას იყო დაბარებული. მისი თქმით, დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრებს, რომელ საათზე გამოცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და რა თემებზე აპირებს უწყება მის გამოკითხვას.
„მაღალია ინტერესი, ჯერ მექნება ბრიფინგი და მერე იმის მიხედვით გადავწყვეტ, რომელ საათზე მივალ. თემასაც ბრიფინგზე გავასაჯაროებ. მინდა, ყველა მედიასაშუალებას ერთდროულად მივაწოდო ინფორმაცია და ვუპასუხო ყველა კითხვას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბიძინა გეგიძემ.