„ბიბისი“ - რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა
„ბიბისი“ - რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა

რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

მანამდე რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში მას შემდეგ მიიღეს, რაც აღნიშნულმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

ამასთან ერთად, „გაზპრომმა“ შეაჩერა ბუნებრივი აირის კომპანია Shell Energy Europe-ისთვის მიყიდვა გერმანიაში.

27 ივლისს „გაზპრომმა“ ასევე მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში მისლადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-1“-ით და ეს პროფილაქტიკური სამუშაოებით ახსნა.

ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს.