„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელში მცირე ზომის მაღაზიები იხსნება. მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სკოლების გახსნაც იგეგმება.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ისეთი მაღაზიები გაიხსნება, რომლებსაც ქუჩიდან აქვთ შესასვლელი, თუმცა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ჯერჯერობით დახურული იქნება. ასევე, რესტორნებში ამოქმედდება გატანის სერვისი.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსის 15 398 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 199 ადამიანი.