„ბიბისის“ ცნობით, ირანში იტალიელი ჟურნალისტის, სესილია სალას დაკავება დაადასტურეს
ირანის ხელისუფლებამ პირველად დაადასტურა, რომ იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა ქვეყანაში „ისლამური რესპუბლიკის კანონების დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სალა ამჟამად თეირანში, ევინის ციხეში, იზოლირებულ საკანში იმყოფება.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა „დაუღალავად მუშაობს“ სალას გასათავისუფლებლად.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში რეპორტაჟს იღებდა, რა დროსაც დააკავეს.