„ბიბისი“ - წინასწარი შედეგებით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს
„ბიბისის“ ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.
წინასწარი შედეგების თანახმად, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ამომრჩეველთა 38-დან 42%-მდე ხმებს მოაგროვებს. მმართველი პარტია „სირიზა“ კი 26-დან 30%-მდე. აღნიშნული შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მმართველი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა. დღეს მიმდინარე არჩევნები ბოლო ათ წელიწადში უკვე მეექვსეა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები დღეს ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე გახდება ცნობილი.