„ბიბისი“ - ვენესუელაში პოლიციასა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის ორდღიანი დაპირისპირების შედეგად 22 დამნაშავე მოკლეს
„ბიბისი“ - ვენესუელაში პოლიციასა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის ორდღიანი დაპირისპირების შედეგად 22 დამნაშავე მოკლეს

ვენესუელაში პოლიციასა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის ორდღიანი დაპირისპირების შედეგად 22 დამნაშავე მოკლეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარმენ მელენდესის ინფორმაციით, შეირაღებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა რამდენიმე მოქალაქე, კიდევ 40 ადამიანი კი დაიჭრა.

კარაკასში მობილიზებული იყო ასობით პოლიციის ოფიცერი, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს ეძებდნენ. როგორც მედია წერს, თვითმხილველების თქმით, პოლიციელების სპეცოპერაცია „საომარ მოქმედებებს“ ჰგავდა.

შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით შეიარაღება და ამუნიცია. სამართალდამცველების თქმით, ამაჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციელებმა შეძლეს რამდენიმე გატაცებულის გათავისუფლებაც და ისინი ადგილზე დარჩებიან, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.