„ბიბისი“ - რუსებს აქ რა უნდათ? ისევ რუსები! ვაშინგტონში გაიმართა აქცია „უკვდავთა პოლკი“
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს აქცია „უკვდავთა პოლკი“ გაიმართა. ამის შესახებ სტატიას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო აქვეყნებს. სტატიის სახელწოდებაა „რუსებს აქ რა უნდათ? ისევ რუსები! ვაშინგტონში გაიმართა აქცია „უკვდავთა პოლკი“.
ავტორის თქმით, რუსმა დემონსტრანტებმა თეთრი სახლიდან მეორე მსოფლიო ომის მემორიალამდე მარშით ჩაიარეს. აქციაში აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან ვაშინგტონში ჩასული რუსები მონაწილეობდნენ. მსვლელობას შეუერთდა აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი და ამერიკელები, რომლებიც აქციას მხარს უჭერდნენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. მათ ნაწილი ხელში სტალინის ფოტოები ეჭირა.
აქცია სახელწოდებით „უკვდავთა პოლკი“, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში 2011 წლიდან, რუსი ჟურნალისტების ინიციატივით იმართება. მასში ყოველ წელს რუსი მაღალჩინოსნები და მათ შორის ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს.