„ბიბისი“ - უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მზად არიან, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ნეიტრალურ სტატუსს დათანხმდნენ
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, დათანხმდნენ ნეიტრალურ სტატუსს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ნეიტრალური სტატუსი ნიშნავს, რომ უკრაინა არ გაწევრიანდება არც ერთ სამხედრო ალიანსში, როგორიცაა მაგალითად ნატო, ან არ განათავსებს სამხედრო ბაზებს.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის შესაძლოა, იყვნენ პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა.